ახალი ამბები

სასამართლოში დღეს გადაწყდება”იგრიკას” დაყადაღების საკითხი

23 იანვარი, 2012 • • 1432
სასამართლოში დღეს გადაწყდება”იგრიკას” დაყადაღების საკითხი

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 23 იანვარს, მიიღებს გადაწყვეტილებას, დააყადაღოს თუ არა ”მაესტროს” გენერალური დირექტორის, ილია კიკაბიძის ქონება. მოსამართლე გადაწყვეტილებას დღის განმავლობაში ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღებს. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” სასამართლოს პრესსამსახურის უფროსმა, თამუნა ანდრიაძემ აცნობა.

ეროსი კიწმარიშვილის ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ” პარასკევს, 20 იანვარს, მოითხოვა ილია კიკაბიძის ქონების, მათ შორის შპს ”იგრიკას” 100%-იანი წილის დაყადაღება. პარალელურად, ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ სასამართლოს შეატყობინა, რომ ეკატერინე ხვედელიძის კომპანია ”აქცეპტმა” შპს ”იგრიკა” ილია კიკაბიძის ქონების დაყადაღების მოთხოვნამდე 3 დღით ადრე  20 ათას ლარად შეიძინა.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დადგენს, რომ კიკაბიძის ქონების დაყადაღების მოთხოვნამდე ”იგრიკა” უკვე გაყიდული იყო, მას დაყადაღება არ ემუქრება.  შპს ”იგრიკა” ამჟამად ფლობს როგორც საკაბელო, ისე სატელიტური მაუწყებლობის ლიცნზიას და მისი მაუწყებლობის დაწყება მიმდინარე წლის მარტიდან იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი