ეროსი კიწმარიშვილის ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ” პარასკევს, 20 იანვარს, მოითხოვა ილია კიკაბიძის ქონების, მათ შორის შპს ”იგრიკას” 100%-იანი წილის დაყადაღება. პარალელურად, ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ სასამართლოს შეატყობინა, რომ ეკატერინე ხვედელიძის კომპანია ”აქცეპტმა” შპს ”იგრიკა” ილია კიკაბიძის ქონების დაყადაღების მოთხოვნამდე 3 დღით ადრე 20 ათას ლარად შეიძინა.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დადგენს, რომ კიკაბიძის ქონების დაყადაღების მოთხოვნამდე ”იგრიკა” უკვე გაყიდული იყო, მას დაყადაღება არ ემუქრება. შპს ”იგრიკა” ამჟამად ფლობს როგორც საკაბელო, ისე სატელიტური მაუწყებლობის ლიცნზიას და მისი მაუწყებლობის დაწყება მიმდინარე წლის მარტიდან იგეგმება.
