ახალი ამბები

ბრიტანელი პარლამენტარი ჯო კოქსი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

16 ივნისი, 2016 • 2219
ბრიტანელი პარლამენტარი ჯო კოქსი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ლეიბორისტი ჯო კოქსი ცეცხლსასროლი იარაღით და დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევა დასავლეთ იორკშირში მოხდა. 41 წლის ჯო კოქსი, რომელსაც მიყენებული ჭრილობების გამო სისხლდენა ჰქონდა, თავდამსხმელმა ადგილზე მიატოვა და მიიმალა. თუმცა პოლიციამ შემთხვევის ადგილის მახლობლად 52 წლის მამაკაცი დააკავა.

პარლამენტის წევრის ქმარმა განაცხადა, რომ ჯო კოქსს სურდა ადამიანები “გაერთიანებულიყვნენ იმ სიძულვილის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელმაც ის მოკლა”.

ჯო კოქსი EPA/YUI MOK / PA UK AND IRELAND OUT

ჯო კოქსი EPA/YUI MOK / PA UK AND IRELAND OUT

ამ თავდასხმის გამო დროებით შეჩერდა კამპანია ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ან დარჩენის შესახებ დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

BBC-ის ინფორმაციით, 1990 წლის შემდეგ, ბრიტანეთში ჯო კოქსი არის პირველი მოქმედი პარლამენტის წევრი, რომელიც მოკლეს.

მოკლული პარლამენტის წევრის ოჯახს მიუსამძიმრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა:

“ჯო კოქსის სიკვდილი ტრაგედიაა. იგი თავდადებული და მზრუნველი პარლამენტის წევრი იყო. ჩემი ფიქრები მის ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან არის”

მასალების გადაბეჭდვის წესი