ახალი ამბებირეკლამა

„გალტ & თაგარტი“ XIII საერთაშორისო ობლიგაციების კონგრესს მასპინძლობს

16 ივნისი, 2016 • 1296
„გალტ & თაგარტი“  XIII საერთაშორისო ობლიგაციების კონგრესს მასპინძლობს

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  გაიხსნა ორდღიანი ობლიგაციების კონგრესი.

საქართველოში პირველად „გალტ & თაგარტი“ დსთ-ს, ბალტიის და კავკასიის ქვეყნების რიგით XIII საერთაშორისო ობლიგაციების კონგრესს მასპინძლობს.

კონგრესი ობლიგაციების შესახებ ამ სფეროში წარმოადგენს წამყვან ღონისძიებას, სადაც განიხილება ობლიგაციების საშინაო ბაზრების განვითარების საკითხები რუსეთში, დსთ-ს და კავკასიის ქვეყნებში, ასევე, განვითარებადი ბაზრების (Emerging Markets) ევროობლიგაციების ბაზრების საკითხები.

კონგრესის მონაწილეები იმსჯელებენ განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციების ბაზრების მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე.

კონგრეს ესწრებიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე.

ობლიგაციების შესახებ 2 დღიან კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ: ბანკები, წამყვანი საინვესტიციო კომპანიები, ემიტენტები და ინფრასტრუქტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის: დსთ-ს და კავკასიის ქვეყნებიდან, ბალტიის სახელმწიფოებიდან და ევროპიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი