საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგი არ თვლის, რომ გერმანიამ გაუცრუა იმედები საქართველოს ლიბერალური სავიზო რეჟიმის მხარდაჭერის კუთხით.
“ჩვენ არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები. ვთვლით, რომ ის პროცესი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიასთან. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც პრინციპში ბუნებრივიც უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ მოვაღწევთ ამ პროცესში აუცილებლად ურთიერთგაგებას, საქართველო აუცილებლად მიიღებს უვიზო მიმოსვლას. საქართველო თვლის, რომ აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ამისთვის საჭიროა ის, რომ საქართველო იყოს თანმიმდევრული ქვეყნის გარდაქმნის პროცესში, საქართველომ გააფართოოს პარტნიორობა ნატოსთან. ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებლობების ფანჯარა საქართელოსთვის გაიხსნება მაშინ, როდესაც იქნება საერთაშორისო კონტექსტი მზად ამისათვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიაში ვიზიტისას ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ.