აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში დეპუტატებმა მიიღეს დადგენილება, რომლის შესაბამისად, აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილის დასახელებულ პუნქტებს ძირძველი სახელები უნდა დაუბრუნდეს.

“დადგა დრო, აღმოსავლეთი აფხაზეთი წესრიგში მოვიყვანოთ”, – ამბობს დოკუმენტზე მომუშავე ვალერი კვარჩია.

მისივე თქმით, ყველა ცვლილება შეთანხმებული იქნება ოჩამჩირის, გალისა და ტყვარჩელის რაიონულ ადმინისტრაციებთან და ამ დარგის სპეციალისტებთან.

პროექტის მიხედვით, მაგალითად, ოჩამჩირე “აჩამჩირედ” გადაკეთდება.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *