ახალი ამბები

მერკელი: გერმანია მოხარულია, რომ საქართველო რუსეთის მიმართ პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს

15 ივნისი, 2016 • 1099
მერკელი: გერმანია მოხარულია, რომ საქართველო რუსეთის მიმართ პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს

საქართველოს პერმიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა 15 ივნისს ბერლინში საერთო პრესკონფერენცია გამართეს.

ქვეყნების ლიდერებმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის შესახებაც ისაუბრეს.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანია მოხარულია, რომ საქართველო რუსეთის მიმართ პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიოტორიულ მთლიანობას და მიესალმება ქვეყნის ძალისხმევას ჟენევის ფორმატში წარმატების მიღწევისთვის.

ამ თემაზე ისაუბრა გიორგი კვირიკაშვილმაც. პრემიერ მინისტრის თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება რუსეთთან ურთიერთობის მიმართ შეიცვალა და გადადგმულ ნაბიჯებს კონსტრუქციულად აფასებს:

“ჩვენ გავხდით მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არ არსებობს არანაირი კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართულებით . თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ხალხთა შორის ურთიერთობა აღვადგინოთ. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ვაჭრობა გარკვეული მოცულობით რუსეთთან, ჩვენ გვაქვს ტურისტული ურთიერთობები, ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ კომუნიკაცია იმისი, რომ საქართველოს ამა თუ იმ ბლოკში გაწევრიანება არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. საქართველო არ იქნება ამით უფრო მეტად მტრული, ვიდრე შეიძლება იყოს ჩვეულებრივ ვითარებაში. ანუ ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები, გვაქვს ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მიდგომა არის მაქსიმალურად კონსტრუქციული, რომ დავწიოთ ტემპერატურა ამ კონფლიქტში და ვისაუბროთ მშვიდობიანად კონფლიქტის გადაწყვეტაზე” – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა ქვეყნის ლიდერებთან და სხვადასხვა ღონისძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი