ახალი ამბები

მერკელი: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა

15 ივნისი, 2016 • 1253
მერკელი: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა

“ნატოს რაც შეეხება, ჩვენ ვიპოვეთ კარგი გადაწყვეტილება: პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით”, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოსთვის მაპის მიუნიჭებლობისა და ვარშავის სამიტის შესახებ დასმულ შეკითხვას:

“ჩვენ საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ. ვარშავაში ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა დამატებითი საშუალებები არსებობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. პირნციპში, ძალიან კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის”, – თქვა მერკელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი