ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, ქუთაისთან, ტყეში საუნივერსიტეტო ქალაქი შენდება

14 ივნისი, 2016 • 1447
ივანიშვილის თქმით, ქუთაისთან, ტყეში საუნივერსიტეტო ქალაქი შენდება

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქუთაისთან ახლოს, ტყეში, ქართუ საუნივერსიტეტო ქალაქს აშენებს. როგორც ივანიშვილმა დღეს, 14 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუნივერისტეტო ქალაქი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება და ქართუ მხოლოდ პროექტის დამფინანსებელია.

“ქუთაისთან ახლოსაა, უნიკალური ადგილია, ტყეში შენდება რეალურად. ცოტა დატბორილია ის ადგილი და მაგაზე გეოლოგები კვლევას აწარმოებენ. 200 000 ტონა ნალექია იქიდან გამოსატანი და გრუნტითაა შესავსები. მე ვუთხარი, რომ აუცილებლად მანდ უნდა გაკეთდეს, რადგან ეს უნიკალური ადგილია, რასაც ჰქვია საუნივერსიტეტო ქალაქი, როგორი ტენდენციაცაა საზღვარგარეთ, რომ ქალაქგარეთ გააქვთ ბუნებასთან ახლოს. თუმცა, სანამ მშენებლობა დაიწყება, წინასამუშაოები საკმაოდ ხარჯიანი იქნება. ჩემს თანხმობას ითხოვდნენ, გუშინ კიდევ ვესაუბრე და მივეცი თანხმობა”, – თქვა ივანიშვილმა.

“სახელმწიფოს საკუთრება იქნება თავშივე… სსიპი ან რაღაც გამოიკვეთება. ქართუ არაფრის საკუთრებაში არ შევა, მხოლოდ დამფინანსებელი იქნება, ისევე, როგორც დიღომში სამეცნიერო ცენტრის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.