ახალი ამბები

თანადგომა ორლანდოს – სოლიდარობის აქცია აშშ-ის საელჩოსთან თბილისში

13 ივნისი, 2016 • 1740
თანადგომა ორლანდოს – სოლიდარობის აქცია აშშ-ის საელჩოსთან თბილისში

დღეს, თბილისში, აშშ-ის საელჩოს შენობის წინ სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს 11 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატებში, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას.

“ჩვენ გვსურს, მივუსამძიმროთ დაღუპული ადამიანების ოჯახებს და ვუთხრათ ლგბტ თემის წარმომადგენლებს ამერიკაში, საქართველოსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაცია არ შეიძლება იყოს მათი დისკრიმინაციის და განსაკუთრებით კი, სიცოცხლის ხელყოფის მიზეზი”, – ასეთია აქციის ორგანიზატორების პოზიცია.

“როცა ასეთი მხეცური დანაშაული ხდება, რაც მოხდა ამერიკაში და რითიც მე პირადად ძალიან შეძრწუნებული ვარ არა მხოლო იმ მასშტაბის გამო, რა მასშტაბიც ჰქონდა ამ დანაშაულს, არამედ იმიტომაც, რომ კონკრეტული ნიშნით იყო ეს ხალხი შერჩეული და ეს ნიშანი არის ის ნიშანი, რაც ამ ხალხს არ აურჩევიათ, ანუ მათი სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. შესაბამისად, სიძულვილის ასეთი მასშტაბის მიმართ ერთადერთი ის გვქონდა დარჩენილი, რომ დაღუპულთა მშობლების და ასევე აშშ–ის სახელმწიფოს და მოქალაქეების მიმართ გამოგვეხატა სოლიდარობა და თანადგომა, რაც გავაკეთეთ უბრალოდ იმით, რომ მოვიტანეთ 50 სანთელი, ყვავილები და სიმბოლური ჟესტი არის ეს. ამას შეუერთდა სხვადასხვა ორგანიზაცია, მედიასაშუალებები და პოლიტიკოსებიც კი. ყველასათვის ღია იყო და მადლობელი ვარ, რომ ამდენი ხალხი შემოუერთდა”, – განაცხადა თამარ გურჩიანმა, აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა.

“სიძულვილით მოტივირებული დანაშაული – ეს არის შეტევა თითოეულ ადამიანზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები წინ აღუდგნენ მსგავს ფაქტებს და ძალიან ვწუხვართ, რომ იქ, სადაც უნდა ვიბრძოდეთ რაღაც რიგი უფლებებისთვის, ადამიანებს უწევთ ბრძოლა სიცოცხლის უფლებისთვის. აქ მოვედით პლაკატებით, დროშებით, ყვავილებით და სანთლებით, რათა პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ მხარდამჭერებს და ოჯახებს”, – განაცხადა მარიამ ქაჯაიამ, “ქალთა ინიციტივების მხარდამჭერი ჯგუფის” წარმომადგენელმა.

11 ივნისს ორლანდოში გეიკლუბზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო დაიღუპა 50 ადამიანი და დაიჭრა – 53. თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სიმბოლურად 50 სანთელი აანთეს.

თანადგომა ორლანდოს - სოლიდარობის აქცია აშშ-ს სალეჩოსთან თბილისში, 13.06.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

თანადგომა ორლანდოს – სოლიდარობის აქცია აშშ-ს სალეჩოსთან თბილისში, 13.06.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

თანადგომა ორლანდოს - სოლიდარობის აქცია აშშ-ს სალეჩოსთან თბილისში, 13.06.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

თანადგომა ორლანდოს – სოლიდარობის აქცია აშშ-ს სალეჩოსთან თბილისში, 13.06.2016. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი