ახალი ამბები

როიტერი: ორლანდოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმებლობას ISIS იღებს

12 ივნისი, 2016 • 1475
როიტერი: ორლანდოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმებლობას ISIS იღებს

ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფო” საინფორმაციო სააგენტო “ამაქის” ცნობით, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოს ღამის კლუბში მომხად თავდასხმაზე პასუხისმგებლობას დაჯგუფება იღებს. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს.

“ორლანდოს გეილუბში მომხდარი შეიარაღებული თავდახსმა, რომლის შედეგადაც 100-მდე ადამიანი დაიჭრა და გარდაიცვალა, “ისლამური სახელმწიფოს” მეომრების მიერ იყო ორგანიზებული,” – ნათქვამია “ამაქის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიან შეიარაღებულ თავდასხმას, რომელიც ორლანდოს ერთ-ერთ კლუბში მოხდა, 50 ადამიანი შეეწირა და დაახლობით ამდენივე დაიჭრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი