ახალი ამბები

პოლიციელის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა

10 ივნისი, 2016 • 1208
პოლიციელის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მთავარი პროკურაურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ. ბ დამნაშავედ ცნო (სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531მუხლის მესამე ნაწილით) და 18 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფრდა

პროკურატურის განცხადებით, 2015 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე შსს-ს მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ირაკლი სარალიძე იმყოფებოდა მეტროპოლიტენის სადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მას თავს დაესხა დანით შეიარაღებული ნიკა ბაიაშვილი.

“ირაკლი სარალიძე არ იცნობდა თავდამსხმელს და, შესაბამისად, მასთან არანაირი უთანხმოება არ გააჩნდა.  ნიკა ბაიაშვილის თავდასხმის მიზეზს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ირაკლი სარალიძე იყო პოლიციის ფორმით და ასრულებდა თავის მოვალეობას, რის გამოც სიცოცხლის მოსპობის მიზნით დანით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა კისრის, ზურგისა და სხეულის სხვადასხვა არეში.  ნიკა ბაიაშვილი სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს, ირაკლი სარალიძე კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.
მოსამართლემ ნიკა ბაიაშვილს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”- ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი