ახალი ამბები

გერმანიის შსს: ვიზის ლიბერალიზაციამდე სწრაფი შეჩერების მექანიზმი უნდა გადაიხედოს

10 ივნისი, 2016 • 1329
გერმანიის შსს: ვიზის ლიბერალიზაციამდე სწრაფი შეჩერების მექანიზმი უნდა გადაიხედოს

ევროპარლამენტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები და მათი წარმომადგენლები შეიკრიბნენ. საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციას განიხილავენ. სხდომაზე შესვლის წინ მედიასთან საუბარში გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ემილი ჰარბერმა განაცხადა, რომ ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტამდე საჭიროა სწრაფი შეჩერების მექანიზმი გადაიხედოს.

“საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი სხდომაზე დღეს განიხილება. გეთანხმებით, რომ საქართველოსათვის, საქართველოს მოქალაქეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენ უნდა გადავხედოთ სწრაფი შეჩერების მექანიზმს, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის იქნება ეფექტური, თუ მოხდება თავისუფალი მიმოსვლის წესების დარღვევა,” – განაცხადა ჰაბერმა.

1 ივნისს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (კორეპერი) ვერ შეთანხმდა საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხს საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები შეეწინააღმდეგნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი