ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ გურჯაანის მაჟორიტარის კანდიდატად გიორგი ღვინიაშვილი წარადგინა

10 ივნისი, 2016 • 1873
ნაციონალურმა მოძრაობამ გურჯაანის მაჟორიტარის კანდიდატად გიორგი ღვინიაშვილი წარადგინა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს, 10 ივნისს გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ღვინიაშვილი წარადგინა.

ღვინიაშვილი გურჯაანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ წარადგინა.

“ჩვენი გამარჯვეიდან 1 თვეში პენსიას 50 ლარით გავზრდით,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიორგი ღვინიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და პარლამენტის დეპუტატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი