ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

OCCRP: ალიევის ოჯახმა მანათის დევალვაციით 64 მილიონი აშშ დოლარი იშოვა

9 ივნისი, 2016 • 1231
OCCRP: ალიევის ოჯახმა მანათის დევალვაციით 64 მილიონი აშშ დოლარი იშოვა

აზერბაიჯანის ბანკებმა, რომლებიც პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოჯახთან არიან დაკავშირებული, 2015 წელს მანათის დევალვაციით 64 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იშოვა, ნათქვამია “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გაშუქების” (OCCRP) ანგარიშში, რომელიც არის ჟურნალისტური გამოძიების შედეგები იმ საეჭვო ოპერაციების შესახებ, რომელსაც აზერბაიჯანის რამდენიმე ბანკი 2015 წელს, მანათის დევალვაციამდე ახორციელებდა.

ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ 2015 წლის იანვარში Caspian Development Bank-მა სახელმწიფო ნავთობკომპანიას საბანკო ნორმატივების დარღვევითა და გაზრდილი საკრედიტო განაკვეთით 52$ მილიონის ოდენობით სესხი მისცა. საბოლოოდ, ბანკის მოგება 38$ მილიონი იყო. ასევე მსხვილი თანხები იშოვეს AtaBank-მა და Pasha Bank-მა, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, ალიევის ოჯახის წევრებთან არიან დაკავშირებული. საერთო ჯამში, ბანკების მოგება 64$ მილიონი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი