ახალი ამბები

ივანიშვილი: ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენებას კალაძე ხელს არ მოაწერდა

9 ივნისი, 2016 • 1103
ივანიშვილი: ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენებას კალაძე ხელს არ მოაწერდა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ ჰგონია, ბოტანიკურ ბაღში ჰესი აშენდეს

“თუ ვინმე ჰესს აშენებს, მე არ ვარ, საუბედუროდ, მე არ ვმონაწილეობ ამ ჰესში. რომ ვმონაწილეობდე, ვიამაყებდი. არც ვიცოდი, ასე გავიგე, ვთქვათ, აწეული თემისგან. კარგია, თუ ვინმე ჰესს აშენებს, უნდა მივესალმოთ. მე არ მგონია, რომ ის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე და მისი განადგურების საფუძველზე აშენდება. ასეთ სისულელეს ხელს არ მოაწერდა არც კახი კალაძე და არც მთავრობის წარმომადგენელი. ეს შეეძლო წინა ხეისუფლებას გაეკეთებინა. საერთოდ, მინდა კიდევ ერთ რამეს გავუსვა ხაზი. მშენებლობა, სადაც რამე არ დავიწყე, განმუხურშიც კი, რითაც მე აუცილებლად ვიამაყებ მომავალშიც, ისეთ ადგილზე, სადაც პირობითად საზღვარი გააკეთეს, იქ ვაპირებ ძალიან მაღალი კლასის სასტუმროს აშენებას და ამის იქით კიდევ რაღაცებს ვაპირებ. როდესაც დავამტკიცებ, იმის შემდეგომ გაგაცნობთ. იქაც კი მოახერხეს და თემა ასწიეს, რომ ზღვის სანაპიროს გვართმევსო,”- განაცხადა ბიძნა ივანიშვილი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესი და კაშხალი აშენდეს, რომლითაც მისი რეზიდენცია და GDS ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროთი მოამარაგებს. ნიკა მელიას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ჩაუვარდათ ხელში დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი კვლავ მალულად, თითქოს სხვა კომპანიის ხელით ცდილობს მიიტაცოს ბოტანიკური ბაღის ტერიტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი