ახალი ამბები

ეუთო მხარს უჭერს მოლაპარაკებებით კონფლიქტების დარეგულირებას სამხრეთ კავკასიაში

12 იანვარი, 2012 • • 1117
ეუთო მხარს უჭერს მოლაპარაკებებით კონფლიქტების დარეგულირებას სამხრეთ კავკასიაში

ეუთოს თავმჯდომარის რანგში ირლანდიის პრემიერის მოადგილის, იმონ გილმორის განცხადებით, ეუთოს უმთავრესი ამოცანა წევრ სახელმწიფოებში არსებული გაჭიანურებული ტერიტორიული კონფლიქტების დარეგულირების ხელშეწყობა და არსებული გამოწვევების დაძლევა იქნება.

აღნიშნულის შესახებ ვენაში გამართულ შეხვედრაზე ირლანდიის პრემიერის მოადგილემ, იმონ გილმორმა განაცხადა.     

შეხვედრაზე მან  მხარდაჭერა გამოხატა სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების თაობაზე სხვადასხვა ფორმატში მიმდინარე დისკუსიებთან დაკავშირებითაც.  

“ირლანდია საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჟენევის ფორმატში მიმდინარე დისკუსიების გაგრძელებას მიესალმება. ჩვენთან, ირლანდიაში, კარგად ვიცით გაჭიანურებული კონფლიქტების ფასი. ამ თვალსაზრისით ირლანდიის გამოცდილება შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს. ის კონფლიქტები, რომლებზეც ეუთო მუშაობს, ერთმანეთისაგან განსხვავებული ხასიათისაა, თუმცა, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი გამოცდილებით არსებული კონფლიქტების მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა,” – აღნიშნა გილმორმა.

მისივე თქმით, ირლანდია დაეხმარება მათ, ვინც კონფლიქტების მშვიდობიან, გრძელვადიან დარეგულირებას უჭერს მხარს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი