ახალი ამბები

ქუთაისში მკვლელობისთვის ბრალდებული სარფის გამშვებ პუნქტში დააკავეს

8 ივნისი, 2016 • 1094
ქუთაისში მკვლელობისთვის ბრალდებული სარფის გამშვებ პუნქტში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 წლის დურმიშხან ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 50 წლის მაიზერ ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, სარფის გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა”, – აცხადებენ შსს–ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი