ახალი ამბები

ტუსკი: საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული

8 ივნისი, 2016 • 1401
ტუსკი: საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული

ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ვიზის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტი პოზიტიურ გადაწყეტილებას მალე მიიღებს. ამის შესახებ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხდა.

“ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს. როგორც იცით, დეკემბერში ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის საჭირო მოთხოვნები და კრიტერიუმები, რათა საბოლოო გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური. მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება სულ მალე იქნება მიღებული. ამჟამად ევროპარლამენტში მიმდინარეობს კომისიის წინადადების განხილვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში,” – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

10 ივნისს საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. ლამერტი იმედოვნებს, რომ მსჯელობის შედეგად, ნაპოვნი იქნება კონკრეტული მექანიზმები ვიზის ლიბერალიზაციის განხორციელების პირობების შესახებ.

მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში:

“მე მინდა გავიმეორო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მე ხაზი გავუსვი ერთგულებას არაღიარების პოლიტიკისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართ. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იცავენ ამ ვალდებულებას.”

დონალდ ტუსკი შეშფოთებას გამოთქვამს კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირბის გამო, თუმცა მოხარულია, რომ გამოძიებამ დამნაშავეებს ბრალი წარუდგინა. ტუსკის განცხადებით, არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის. ევროპული საბჭო მოელის, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს ყოვლისმომცველი საარჩევნო გარემო.

“ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება ოქტომბერში. ბოლო ანგარიში იმ ძალადობის შესახებ, რომელიც განხორციელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და პარლამენტის წევრების მიმართ, ჩემთვის შეშფოთების საგანია. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები ბრალის წარდგენის შესახებ.”

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ მან დონალდ ტუსკი საქართველოში მოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი