ახალი ამბები

ბურჭულაძის პარტიის ოფისიდან ადმინისტრატორის ლეპტოპი დაიკარგა

8 ივნისი, 2016 • 1501
ბურჭულაძის პარტიის ოფისიდან ადმინისტრატორის ლეპტოპი დაიკარგა

პარტიის “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისიდან ტექნიკა დაიკარგა. როგორც ოფისში აცხადებენ, დაკარგულია პარტიის ადმინისტრატორის ლეპტოპი, რომელშიც მათთვის მნიშვნელოვანი პერსონალური ინფორმაცია ინახებოდა.

პარტიის წევრის, მერაბ მეტრეველის თქმით, ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ ოფისიდან მხოლოდ ერთი ლეპტოპი დაიკარგა.

“შეიძლება ეს ერთი ბანალური ქურდობის ფაქტია. შეთქმულების თეორიებს არ ვაგებთ, თუმცა ის ფაქტი ეჭვს აჩენს, რომ ოფისიდან მხოლოდ ერთი ნივთი დაიკრგა, ისიც ლეპტოპი, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება. ამ ლეპტოპიდან პარტიის სახელით იგზავნებოდა ინფორმაცია,” – აცხადებს მეტრეველი.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტის მოკვლევა უკვე დაწყებულია. კონკრეტული მუხლით გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი