“თეთრი ხმაურის მოძრაობა” 17 ივნისს, პარასკევს, 20:00 საათზე, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის მსვლელობას გამართავს.

მსვლელობის მონაწილეები 20:00 საათზე მეტრო “რუსთაველთან” შეიკრიბებიან და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ, სადაც 20:30 საათზე აქციას გამართავენ.

“ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს! ადამიანების დევნა უნდა დასრულდეს! უსამართლო კანონი უნდა დასრულდეს!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ორგანიზატორების განცხადებით, აქციის თარიღად სიმბოლურად აღებულია დღე, როდესაც 2014 წლის 17 ივნისს ლევან აბზიანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა – ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ აბზიანიძეს პოლიციელებმა შარდმდენი აბები დაალევინეს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *