ახალი ამბები

ბორითის კლინიკაში გამგეობის წარმომადგენლები “მორიგეობენ” [Video]

9 იანვარი, 2012 • 1604
ბორითის კლინიკაში გამგეობის წარმომადგენლები “მორიგეობენ” [Video]

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების კლინიკა, სხვა რაიონებში აშენებული საავადმყოფოების მსგავსად, ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში, ამ დრომდე არ გახსნილა.

კლინიკაში ამ დროისთვის ხარაგაულის სასწრაფო დახმარების ერთი ბრიგადაა შესახლებული.

“როდის გაიხსნება ოფიციალურად კლინიკა, არ ვიცი”, – ამბობს ბორითის რწმუნებული ჯონი ხაჩიძე – “ეს შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა, რაიონის სასწრაფო იყო ცუდ პირობებში და გადმოიყვანეს აქ.”

ბორითის კლინიკის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა 2 მილიონზე მეტი ლარით. სამშენებლო სამუშაოებს მისივე კუთვნილი კომპანიის “ატუ”–ს თანამშრომლები აწარმოებდნენ, რომლებიც გასული წლის 28 დეკემბერს ხარაგაულის გამგებელმა თორნიკე ავალიშვილმა შენობიდან გამოყარა.

“ჩვენ ვმუშაობდით ჩვეულებრივ, ვასუფთავებდით შენობას, მოვიდა ხარაგაულის გამგებელი, მოყვა ხუთი კაცი და გვითხრა, რომ შენობა დაგვეტოვებინა, გამოვედით შენობიდან გარეთ და მეტი მე არაფერი ვიცი. მას შემდეგ ესენი არიან შენობაში და ჩვენ ვართ გარეთ”, – ამბობს ბადრი კვინიკაძე, “ატუ”–ს სამუშაოთა მწარმოებელი.

მისივე თქმით, შენობაში სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებული იყო და ობიექტის გახსნა ახალი წლის შემდეგ იგეგმებოდა.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.