სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” განათლების სისტემის სიღრმისეულ რეფორმასა და უნივერსიტეტის თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვს.
დღეს, 7 ივნისს, განათლების მონისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ მოძრაობა აუდიტორია #115-ის წევრებს ხვდება.
შეხვედრაზე უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებსა და უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს განიხილავენ.
მინისტრსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა 10:00 საათზე დაიწყო და წინაწარი ინფორმაციით, 1 საათი გაგრძელდება. ჯეჯელვას განცხადებით, იგი აპირებს, რომ ხშირად შეხვდეს სტუდენტებს და არა მხოლოდ “აუდიტორია 115”-ის წევრებს, არამედ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსაც.