ახალი ამბები

მარჯანიშვილის თეატრმა ივანიშვილის დაფინანსებაზე უარი თქვა

26 დეკემბერი, 2011 • 1606
მარჯანიშვილის თეატრმა ივანიშვილის დაფინანსებაზე უარი თქვა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მარჯანიშვილის თეატრმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიღებულ დაფინანსებაზე უარი განაცხადა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული თეატრები ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას აღარ მიიღებენ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ, გაავრცელა. მისი თქმით, თეატრებმა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის გამო მიიღეს:

“თეატრის მმართველებმა გადაწყვიტეს, სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში არ აღმოჩენილიყვნენ ჩათრეულნი და თავისი არტისტული დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ, უარი ეთქვათ ბატონი ივანიშვილის ფონდის დაფინანსებაზე, ეს მათი გადაწყვეტილებაა და არავის დაუძალებია,” – განაცხადა ნიკა რურუამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი