ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული თეატრები ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას აღარ მიიღებენ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ, გაავრცელა. მისი თქმით, თეატრებმა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის გამო მიიღეს:
“თეატრის მმართველებმა გადაწყვიტეს, სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში არ აღმოჩენილიყვნენ ჩათრეულნი და თავისი არტისტული დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ, უარი ეთქვათ ბატონი ივანიშვილის ფონდის დაფინანსებაზე, ეს მათი გადაწყვეტილებაა და არავის დაუძალებია,” – განაცხადა ნიკა რურუამ.
