ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხური წარმოების სმარტფონი ArmPhone გაყიდვაშია

6 ივნისი, 2016 • 2082
სომხური წარმოების სმარტფონი ArmPhone გაყიდვაშია

პლანშეტებისა და სმარტფონების მწარმოებელმა პირველმა სომხურმა კომპანიამ Technology and Science Dynamics (TSD) გაყიდვაში სმარტფონი ArmPhone-ის პირველი მოდელები ჩაუშვა. პროდუქცია სომხეთის ბაზარზე უკვე დღეიდან, 6 ივნისიდან გამოჩნდება.

რია-ნოვოსტის ინფორმაციით,  მათ TSD-ში განუცხადეს, რომ ბაზარზე ArmPhone-ის ხუთი, თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი მოდელი გამოვა: ArmPhone 0502, ArmPhone 0505, ArmPhone 0508, ArmPhone 0509 და ArmPhone 0520. თითოეულ მათგანს 32 Gb მოცულობის მეხსიერება ექნება და Android 5.1 ან Android 6-ის საოპერაციო სისტემით იმუშავებს.

მანამდე კომპანია TSD-ს გამოშვებული აქვს პლანშეტი ArmTab TSD Wide A1004T. ArmTab-სა და ArmPhon-ის პირველი დემონსტრირება სამთავრობო დონეზე ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში შედგა.

კომპანიის ხელმძღვანელის, ვაან შაქარიანის განმარტებით, მობილური მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფა და დიზაინი სომხეთში იქმნება, აწყობა კი აშშ-სა და ჰონკონგში ხდება. მისივე თქმით, მათი წარმოებული პროდუქციის ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ ბრენდებს, თუმცა მათი ფასი საგრძნობლად დაბალი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი