ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში აფხაზეთის ნაკრებმა გაიმარჯვა

5 ივნისი, 2016 • 1889
არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში აფხაზეთის ნაკრებმა გაიმარჯვა

არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატის, ConIFA-ს გამარჯვებული აფხაზეთის ნაკრები გახდა. ფინალში, რომელიც დღეს, 5 ივნისს, სოხუმში გაიმართა, აფხაზეთის ნაკრებმა პენჯაბის ნაკრები 7:6 დაამარცხა.

ჩემპიონატი ConIFA 28 მაისს კონცერტითა და სხვადასხვა წარმოდგენით გაიხსნა. წლევანდელ ჩემპიონატს ასევე აქვს ოფიციალური ჰიმნი, რომლის ტექსტი ინგლისურ და აფხაზურ ენებზე დაიწერა.

ConIFA 2013 წელს ჩამოყალიბდა. ის აერთიანებს იმ საფეხბურთო გუნდებს, რომლებიც FiFa-ში არ შედის. მიუხედავად ამისა, 2015 წლის ივნისში აფხაზეთის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს უარი უთხრეს ConIFA-ს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე. სოხუმის ცნობით, აფხაზეთს უარი თბილისის პროტესტის გამო განუცხადეს.

“ConIFA 2016”-ში მონაწილეობა ვერ მიიღო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ნაკრებმა, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, ჩემპიონატს წილისყრის შედეგად გამოეთიშა.

FIFA-ს მიერ არაღიარებული საფეხბურთო გუნდების ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში 12 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა.

conifa 2016; ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

conifa 2016; ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

მასალების გადაბეჭდვის წესი