ახალი ამბებირეკლამა

მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავება და ურბანული დაგეგმარება საქართველოში

3 ივნისი, 2016 •
მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავება და ურბანული დაგეგმარება საქართველოში

საქართველოში აქტიურ ფაზაში შევიდა პროექტი „DETLUP“ _ „ განვითარება მიწათსარგებლობის დაგეგმარების გზით, რომლის განხორციელება დაიწყო 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. 

 მისი ფინანსური მხარდამჭერია ვიშეგრადის ფონდი.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ (RECC) არის პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროექტს საქართველოში. პროექტის მიზანია სხვა ქვეყნების გამოცდილების მიღება კარგი მიწათსარგებლობის გეგმების შესამუშავებლად პროექტის პარტნიორ ქვეყნებში. ის მოიცავს საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, და ამასთანავე, პირადი ინტერესების აღზრდას ქალაქის ან სოფლის განვითარების პროცესთან მიმართებაში.

Rec Caucasus-ის ორგანიზებით,  თბილისსა და ქუთაისში ჩატარდა სამუშაო სემინარები არქიტექტორებისთვის, ურბანული დამგეგმარებლებისთვის და ადგილობრივი გამგეობებისთვის, რომელიც ხორციელდება პროექტის „DETLUP“ _ „ განვითარება მიწათსარგებლობის დაგეგმარების გზითფარგლებში.

სემინარში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ სლოვაკეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლები, არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების ექსპერტები, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი ხედვა და გაუზიარეს გამოცდილება ტერიტორიის ურბანულ დაგეგმარებაში.


სამუშაო სემინარებში მონაწილეობას იღებდა როგორც ქ.თბილისისა და ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტებისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების, სივრცითი მოწყობისა და ზედამხედველობის,არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანია ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელთათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ურბანისტებისთვის და არქიტექტორებისთვის ცოდნის გაუმჯობესება, როგორც კარგი მმართველობის და ადგილობრივი მდგრადი განვითარების საფუძველი, რაც ხელს შეუწყობს ურბანულ დაგეგმარებაში დაინტერესებული მხარეების ტექნიკური უნარების განვითარებას.

პროექტის პარტნიორებმა შეიმუშავეს 6 თვიანი სამოქმედო გეგმა. მომდევნო თვეებში ისინი მოამზადებენ ინფორმაციებს სივრცული დაგეგმარების მდგომარეობაზე თავიანთ ქვეყნებში, სადაც განხილული იქნება არსებული სისტემები და კანონმდებლობები, პრობლემები და პერსპექტივები, საუკეთესო მიდგომები დაგეგმარებაში. სემინარები ჩატარდება უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

დაგეგმილია მსგავსი სემინარების ჩატარება აჭარის რეგიონში, სადაც , ასევე მნიშვნელოვანი იქნება სწორი მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავება და ურბანული დაგეგმარება. მონაწილეობის მისაღებად შერჩეულნი იქნებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

13244757_487987628063768_6394007401679777053_n 13315762_487987728063758_7488122159973198393_n 13315288_487987561397108_5053575887180253891_n

მასალების გადაბეჭდვის წესი