ახალი ამბები

ნუკრი ქანთარია: თამარ სანიკიძემ თავისი მაქსიმუმი გამოამჟღავნა

3 ივნისი, 2016 • 1735
ნუკრი ქანთარია: თამარ სანიკიძემ თავისი მაქსიმუმი გამოამჟღავნა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ თამარ სანიკიძემ განათლების სამინსიტროში თავისი მაქსიმუმი გამოავლინა:

“გარკვეული ეტაპი, ურთულესი პერიოდი მართლაც გაიარა ქალბატონმა თამარ სანიკიძემ საკმაოდ შედეგიანად. მას ძალიან ბევრი პრობლემა დახვდა, მან თავისი მაქსიმუმი გამოაჟღავნა ამ შემთხვევაში. განათლება ისეთი რამ გახლავთ, ისეთი ფაქიზია, რომ პრობლემებს ერთი ხელაღებით ვერავინ მოხსნის და ვერავინ გადაჭრის და დადგა ის ეტაპი, როდესაც ახალი ძალით ახალ კადრს უნდა გაეგრძელებინა საქმე და ასეც მოხდა. თამარ სანიკიძე რჩება ჩვენს გუნდში და გააგრძელებს აქტიურად მუშაობას,” – აღნიშნა ქანთარიამ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 3 ივნისს განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავას კანდიდატურა წარადგინა. პრემიერმა მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან დაითხოვა.

ალექსანდრე ჯეჯელავა მართვის აკადემიის მფლობელი და ხელმძღვანელია. მართვის აკადემია საქართველოს ბიზნეს, სახელმწიფო და სამოქალაქო სერქტორის წარმომადგენლებს ტრენინგების კურსს სთავაზობს.  ჯეჯელავა აკადემიის ერთ-ერთი მთავარი  ტრენერია ზოგადი მენეჯმენტის, გაყიდვების მართვის, დროის მართვის და პროექტების მართვის მიმართულებით.

მართვის აკადემიამდე ის მუშაობდა საბანკო სექტორში.

მასალების გადაბეჭდვის წესი