ახალი ამბებისაზოგადოება

ინტერნეტის რეაქცია ბიძინა ივანიშვილთან “ინტერview”-ზე

3 ივნისი, 2016 • 2144
ინტერნეტის რეაქცია ბიძინა ივანიშვილთან  “ინტერview”-ზე

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო “თავისუფლებას” ერთობლივი პროექტის, გადაცემა “ინტერview”-ს სტუმარი 2 ივნისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო. გადაცემას ჟურნალისტი სალომე ასათიანი უძღვებოდა.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის ბევრ შეკითხვას არ უპასუხა. ის ხშირად ეკითხებოდა წამყვანს, წაკითხული ჰქონდა თუ არა მისი წერილი, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა. ყოფილ პრემიერს საუბარი მხოლოდ თავის წერილზე სურდა. მან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ თავისი წარმომადგენელი გააგზავნა, გადაცემის ავტორებს მისთვის ის კითხვები გაეგზავნათ, რომელსაც გადაცამეაში დაუსვამდნენ, რაზედაც წამყვანმა სალომე ასათიანმა უპასუხა, რომ სტუმრებს კითხვებს არასოდეს უგზავნიან.

მოგვიანებით გადაცემის წამყვანმა ამ თემაზე განმარტება სოციალურ ქსელში გააკეთა.

გადაცემას არაერთი მოქალაქე გამოეხმაურა. ისინი მოსაზრებებს სოციალურ ქსელში გამოთქვამდნენ. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ამ შეფასების ნაწილს:


თქვენ უყურეთ გადაცემას? თუ არა, შეგიძლიათ იხილოთ აქ:

თქვენ რას ფიქრობთ ამ გადაცემაზე?

მასალების გადაბეჭდვის წესი