საფრანგეთში, რუმინეთში, გერმანიასა და ბელგიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

ყველაზე მეტი მსხვერპლი – 10 ადმაიანი, წყალდიდობას გერმანიაში მოჰყვა, ორი ადამიანი გარდაიცვალა საფრანგეთში, ორი  – რუმინეთში, ერთი – ბელგიაში.

როგორც BBC წერს, საფრანგეთის გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 1862 წლის შემედეგ მდინარე სენას წყლის დონე 6 მეტრამდე არ აწეულა.

წყალდიდობის გამო დახურულია ლუვრისა და ორსეის მუზეუმები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ამინდი გლობალური გამოწვევაა. პრეზიდენტი აპირებს, რომ ყველაზე მეტად დაზარალებული ადგილები სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადოს.

პარიზში, მდინარე სენას გასწვრივ საგანგებო ბარიერები გააკეთეს, ვინაიდან მდინარე ზოგიერთ ადგილას კალაპოტიდან არის გადმოსული. მდინარე სენას გასწვრივ  დაიხურა სარკინიგზო ხაზიც. პარიზსა და ცენტრალურ საფრანგეთში ელექტროენერგია 25 000 ადამიანს არ მიეწოდება.

 

ველოსიპედისტი ხიდიდან გადაჰყურებს მდინარე სენას და დატბორლ მანქანებს 02.06.2016 © EPA
ველოსიპედისტი ხიდიდან გადაჰყურებს მდინარე სენას და დატბორლ მანქანებს 02.06.2016 © EPA
მამაკაცი უღებს ფოტოს კალაპოტიდან გდამოსულ სენას. 02.06.2016 © EPA
მამაკაცი უღებს ფოტოს კალაპოტიდან გდამოსულ სენას. 02.06.2016 © EPA
ტალახით დაფარული ჭურჭელი გერმანიაში, წყალდიდობის შედეგად დატბორილ ქალაქ სიმბახში 02.06.2016 © EPA
ტალახით დაფარული ჭურჭელი გერმანიაში, წყალდიდობის შედეგად დატბორილ ქალაქ სიმბახში 02.06.2016 © EPA
გადაბრუნებული ნავი პარიზში, ადიდებულ მდინარე სენაში 03.06.2016 © EPA
გადაბრუნებული ნავი პარიზში, ადიდებულ მდინარე სენაში 03.06.2016 © EPA
ეიფელის კოშკი კალაპოტიდან გადმოსული მდინარე სენას ფონზე 03.06.2016 © EPA
ეიფელის კოშკი კალაპოტიდან გადმოსული მდინარე სენას ფონზე 03.06.2016 © EPA
ადიდებული მდინარე სენა. საფრანგეთი, პარიზი 03.06.2016 © EPA
ადიდებული მდინარე სენა. საფრანგეთი, პარიზი 03.06.2016 © EPA
ზიმბახი, გერმანია. მოქალქაქეები ასუფთავებენ სყალდიდობის შედეგად დაბინძურებულ გარემოს 03.06.2016 © EPA
ზიმბახი, გერმანია. მოქალქაქეები ასუფთავებენ სყალდიდობის შედეგად დაბინძურებულ გარემოს 03.06.2016 © EPA

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *