ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკის დაფინანსებით „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა

2 ივნისი, 2016 • 1405
საქართველოს ბანკის დაფინანსებით „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ბანკის დაფინანსებით,  „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ბაზაზე, ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი გაიხსნა.

 განყოფილება სრულად განახლდა, გაიზარდა და დაკომპლექტდა წამყვანი სპეციალისტებით. აღნიშნულ დეპარტამენტს ქვეყნის მაშტაბით 100-მდე კრიტიკული პაციენტის მიღება და მართვა შეუძლია. მიმღები და გადაუდებელი განყოფილების მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერატიულ და მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკას  ერთ სივრცეში.

„გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის გახსნა მნიშვნელოვანია მძიმე პაციენტების ორგანიზებული სწრაფი და ხარისხიანი მკურნალობისთვის, განყოფილებაში მუშაობენ ექიმები, რომელთაც აქვთ გავლილი მომზადების სრული კურსი ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში„ – აღნიშნა ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა.

„ადგილობრივი ბიზნესისთვის გაცემული ყოველი დაფინანსებით საქართველოს ბანკი ქვეყნის ეკონომიკის და კონკრეტულად ამ სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. როდესაც ბიზნესს წვდომა აქვს დაფინანსებაზე, შესაძლებლობა აქვს გაფართოვდეს, შექმნას ხარისხიანი პროდუქტი, თუ მომსახურება. სწორედ ამის ნათელი მაგალითია სრულიად ახალი სასწრაფოს მიმღები და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. საქართველოს ბანკი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი