ახალი ამბებისაზოგადოება

“შეწყდეს ძალადობრვი ნარკოპოლიტიკა” – აქცია შს სამინისტროსთან [ვიდეო]

2 ივნისი, 2016 • 1533
“შეწყდეს ძალადობრვი ნარკოპოლიტიკა” – აქცია შს სამინისტროსთან [ვიდეო]

დღეს, 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ წინა და მოქმედი ხელისუფლების პირობებში ერთნაირი ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა მოქმედებს. აქციის მონაწილებმა ცადეს შს სამინისტროს შენობისკენ გადაადგილება ბანერით “ძალადობრივი ნარკოპოიტიკა ისევ გრძელდება”, თუმცა, რადგან პოლიციის დღის აღსანიშნავად ღინისძიება იმართებოდა, სამართალდამცავებმა მათ ახლოს მისვლის საშუალება არ მისცეს.

“პოლიცია, რომელმაც გასულ წელს ქუთაისში ნარკოტესტირებისას ლევან აბზიანიძე მოკლა, ასეთი პოლიცია ღირსი არ არის, აქ რაღაც ცირკს ატარებდეს და სულელურ მარშს აწყობდეს. უნდა დაისაჯონ მოძალადე პოლიციელები. ეს ბანერი, რომელიც ჩვენ აქ წარმოვადგინეთ, იმას აღნიშნავს, რომ ორივე ხელისუფლება, N5 და N41, ეყრდნობოდა პოლიციურ რეჟიმს,” – ამბობს აქციის მონაწილე ბექა წიქარიშვილი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ქეთა გაბუნია ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის შემუშავება უნდა გადავიდეს შსს-დან ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი