ახალი ამბები

WISG-ის კვლევა: ჰომოსექსუალებისთვის ქორწინებას უფრო მეტი ეწინააღმდეგება, ვიდრე შვილის ყოლას

2 ივნისი, 2016 • 1375
WISG-ის კვლევა: ჰომოსექსუალებისთვის ქორწინებას უფრო მეტი ეწინააღმდეგება, ვიდრე შვილის ყოლას

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჰომოსექსუალებს შორის ქორწინების უფლების აკრძალვას უფრო მეტი ეწინააღმდეგება, ვიდრე მათთვის შვილის ყოლის უფლებას.

გამოკითხულთა 4% სრულიად ეთანხმება იმ აზრს, რომ ჰომოსექსუალ წყვილს ისევე უნდა ჰქონდეს ბავშვის შვილად აყვანისა და აღზრდის უფლება, როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილს. ხოლო 4.8% ნაწილობრივ ეთანხმება ამ მოსაზრებას, მაშინ, როდესაც 78% სრულიად არ ეთანხმება, ხოლო 12.5% ნაწილობრივ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსუალი წყვილებისთვის შვილის ყოლის უფლების მიმართ. wisg-ის კვლევა

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსუალი წყვილებისთვის შვილის ყოლის უფლების მიმართ. wisg-ის კვლევა

82.6% სრულიად ეთანხმება იმ აზრს, რომ კანონი არ უნდა უშვებდეს ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ქორწინების უფლებას, 9.1% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ქორწინების უფლებას ჰომოსექსუალი წყვილებისთვის 2.9% ეთანხმება, ხოლო 1.9% ნაწილობრივ ეთანხმება.

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მიმართ. wisg-ის კვლევა

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მიმართ. wisg-ის კვლევა

გამოკითხულთა 67.3% მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის უფლება, ხოლო 9.4% სრულიად არ ეთახნმება.

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსუალებისთვის ბავშვებთმუშაობის უფლების მიმართ. wisg-ის კვლევა

გამოკითხულთა განწყობა ჰომოსექსუალებისთვის ბავშვებთმუშაობის უფლების მიმართ. wisg-ის კვლევა

კვლევისას გამოიყენეს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, სამიზნე ჯგუფი იყო საქართველოს მოსახლეობა 18 წლიდან 65 წლამდე. გამოკითხეს 2 000 მოქალაქე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სტრუქტურირებული კითხვარით. კვლევის ცდომილება არის 2.2%, 95%-იანი სანდოობის დონეზე.

კვლევა სახელწოდებით “წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე” ჩაატარა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა. კვლევის პრეზენტაცია დღეს 2 ივნისს გაიმართა.

მისი მიზანი არის საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულებების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ.

ანგარიში მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს პროექტის “ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში” ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი