ახალი ამბები

სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

1 ივნისი, 2016 •
სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მამის მკვლელობაში ბრალდებული სამსონ ენგოიანი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობისთვის.

“2015 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თბილისში, ბაბუციძის ქუჩაზე, შ.პ.ს. „ორი ნაბიჯის” მიმდებარე ტერიტორიაზე,  ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამსონ ენგოიანმა ოჯახური კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  მეუღლის მამას – ედუარდ არზუმანიანს მოკვლის განზრახვით დანით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში. ედუარდ არზუმანიანი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე  საათში  გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა სამსონ ენგოიანი დანაშაულის ჩადენიდან მალევე შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს,”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლომ ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი