ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების მე–18 რაუნდი გაიმართება

14 დეკემბერი, 2011 • • 1125
ჟენევის მოლაპარაკებების მე–18 რაუნდი გაიმართება
დღეს, 14 დეკემბერს, დაიწყება ჟენევის მოლაპარაკებების მე–18 რაუნდი. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ამჯერად დაგეგმილი არის პარალელურ რეჟიმში ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარის მიერ დაყენებული იქნება რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხები.

ამავდროულად, გაიმართება მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ტრადიციულად განხილული იქნება დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის და ადამიანების უსაფრთხო გადაადგილების საკითხები, ასევე, გატაცებულ და უკანონოდ დაკავებულ პირთა საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი