ახალი ამბები

“ჰერეთი”: სიცოცხლე 10 მილიონი წლის წინ დედოფლისწყაროში

13 დეკემბერი, 2011 • 1290
“ჰერეთი”: სიცოცხლე 10 მილიონი წლის წინ დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროში, კერძოდ კი, დალის ხეობაში, არქეოლოგებმა პალეონტოლოგიური ძიების შედეგად, 9–10 მილიონი წლის წინანდელი ნამარხები აღმოაჩინეს.

რადიო “ჰერეთის” ცნობით, ტერიტორია უკვე მოინახულეს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და განათლების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა სულხან სისაურმა.

სპეციალისტების განცხადებით, ეს აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადგილზე სიცოცხლე ჯერ კიდევ 10 მილიონი წლის წინ არსებობდა. დალის ხეობაში აღმოჩენილ ცხოველთა ნაშთებს შორისაა მასტოდონტის სრული ეშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი