ახალი ამბები

“P.S.”: მშენებარე პარლამენტის წინ ვირთხები მომრავლდა

13 დეკემბერი, 2011 • 1423
“P.S.”: მშენებარე პარლამენტის წინ ვირთხები მომრავლდა

ფოტო: P.S.
ფოტო: P.S.

ქუთაისში მშენებარე პარლამენტის წინ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს ვირთხები შეესია. ინფორმაციას ამის თაობაზე იმერეთის რეგიონული გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ (P.S.) ავრცელებს.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის #29 და #31–ში (მშენებარე პარლამენტის პირდაპირ) მდებარე კორპუსების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ქალაქის დასუფთავების სამსახურს ბოლო ერთი თვეა, ნაგვის ბუნკერები არ დაუცლია, რის გამოც სადარბაზოები ნაგვით, ბუზებით, ტარაკნებითა და ვირთხებით გაივსო.

ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის თქმით, ბოლო ერთი თვის მანძილზე პრობლემები შეიქმნა ნაგავშემკრებ 8 მანქანასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ქალაქის დასუფთავების კუთხით „გარკვეული შეფერხებები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი