ახალი ამბებიეკონომიკა

თბილისში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი და ბრატისლავის სკვერი გაიხსნება

29 მაისი, 2016 •
თბილისში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი და ბრატისლავის სკვერი გაიხსნება

30 მაისს ტექნოლოგიურ პარკში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფრმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია. ფორუმის ძირითადი განსახილველი თემები კი იქნება: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.

ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული საინვესტიციო საგენტო, სლოვაკეთის ინვესტიციების და ვაჭრობის განვითარების სააგენტო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია არიან.

ასევე ხვალ დიღმის მასივში, გრიგოლ რობაქიძისა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების კვეთაზე ბრატისლავის სახელობის სკვერი გაიხსნება. სკვერს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან და ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ერთად გახსნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი