28 მაისს იტალიის ქალაქ მილანში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ორ ესპანურ კლუბს შორის დაპირისპირება მადრიდის “რეალის” გამარჯვებით დასრულდა.
თამაშის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დამთავრდა. პირველი გოლი რეალის კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მე-15 წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმში, 79-ე წუთზე, “ატლეტიკომ” იანიკ კარასკოს გოლით ანგარიშის გათანაბრება შეძლო. რის შემდეგად შეხვედრის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. საბოლოო ანგარიში, 5-3 – სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი მეთრეტმედედ გახდა.
ეს ზინედინ ზიდანისათვის მწვრთნელის რანგში მოპოვებული პირველი თასია. გამარჯვების შემდეგ ის გახდა მეორე ადამიანი, რომელმაც ერთი კლუბის სახელით მოიგო თასი, როგორც მოთამაშემ და შემდეგ უკვე როგორც მწვრთნელმა.
უკვე მესამედ წაგებული ფინალით კი “ატლეტიკო” გახდა კლუბი, რომელიც ყველაზე მეტჯერ დამარცხდა ევროპის სხვადახვა ჩემპიონატის ფინალში.