შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულისგან, 1965 წელს დაბადებულ ნოე ი.-საგან 70 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.