პაატა ბურჭულაძე მაისის დასაწყისში მის მიერვე დაფუძნებული პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს 28 მაისს გამართულ ყრილობაზე.
პარტიამ “სახელმწიფო ხალხისთვის” დღეს თბილისში პირველი ყრილობა გამართა და თავმჯდომარის არჩევის გარდა საზოგადოებას ახალი სახეებიც წარუდგინა.
ყრილობაზე პაატა ბურჭულაძის გარდა სიტყვით წარდგნენ პარტიის უკვე ცნობილი სახეები: ხათუნა ლაგაზიძე, გიორგი რუხაძე, მერაბ მეტრეველი.
გარდა ამისა, ბურჭულაძემ ყრილობაზე შეკრებილებს პარტიის ახალი წევრებიც წარუდგინა. მათ შორის არიან ჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი [ ის 2015 წელს გადადგა თანამდებობიდან, ამ პოსტზე დანიშვნამდე კი იყო სპეციალური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი] და სხვები.