ახალი ამბები

სერგეენკო: ნარკოპოლიტიკის მთავარი სამოქმედო ბერკეტი ზიანის შემცირებაა

27 მაისი, 2016 •
სერგეენკო: ნარკოპოლიტიკის მთავარი სამოქმედო ბერკეტი ზიანის შემცირებაა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ნარკოპოლიტიკის მთავარი სამოქმედო ბერკეტი არის ზიანის შემცირება მოთხოვნისა და მიწოდების შემცირებით.

“ნარკოდამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ არის მარტო ერთი ადამიანის ტრაგედია და რეალურად ეს არის ერთგვარი ანტისოციალური ჯაჭვი ქმედებების, როდესაც ნარკომომხმარებელი, იმისათვის, რომ დაიკმაყოფილოს მისი მზარდი მოთხოვნილებები, ძალიან ხშირად და, როგორც წესი, გამონაკლისების გარდა, ქმნის ასოციალურ სიტუაციას, როცა საზოგადოებას ექმნება საფრთხე. მან უნდა მოიპოვოს ის რესურსები, რომ დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილება”, – განაცხადა სერგეენკომ დღეს, 27 მაისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, გატარდა მთელი რიგი საკანონმდებლო და რეგულაციური ცვლილებები, რომლის ამოცანაც არის “სამართლიანი მიდგომა ამ საკითხისადმი”. მისი თქმით, ნარკოდამოკიდებულებს უნდა მიეცეთ იმის შანსი, რომ შესაბმისი მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსი გაიარონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი