ახალი ამბები

59,1%-ის აზრით, 2012 წელს არჩევნები სამართლიანად ჩატარდება

8 დეკემბერი, 2011 • • 949
59,1%-ის აზრით, 2012 წელს არჩევნები სამართლიანად ჩატარდება
“როგორ ფიქრობთ, სამართლიანად ჩატარდება თუ არა 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები?” – გამოკითხულთა 59,1%–მა დადებითად უპასუხა ამ შეკითხვას; 15,4%-ს მიაჩნია, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები სამართლიანად; 25,6%-ს კი უჭირს პასუხის გაცემა.

კითხვაზე, “მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში?” გამოკითხულთა 77,7%-ის განცხადებით, ისინი აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში; 11,4%-ის პასუხია – ალბათ მივიღებთ, 2,0% – ალბათ არ მივიღებ; 4,7% – გადაწყვეტილი მაქვს, არ მივიღო; 3,8 პროცენტი – ჯერ არ გადამიწყვეტია.

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით არის მისაღები. ეს რაოდენობა 75,7%-ს შეადგენს. რევოლუციის გზით არჩევნებამდე არსებული ხელისუფლების შეცვლა მისაღებია 3,2%-სთვის. გამოკითხულთა 3,6%-სთვის კი მისაღებია არსებული ხელისუფლების შეცვლა რევოლუციის გზით, თუ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა; 12,2% არსებული ხელისუფლების შეცვლას, ნებისმიერი გზით, მიუღებლად მიიჩნევს. კითხვაზე პასუხის გაცემა 5,3%-ს გაუჭირდა.

დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა (GDRI) სასტურო “თბილისი მარიოტში” “სოციალური კვლევისა და ანალიზის” ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. სულ გამოიკითხა 3 000 რესპონდენტი საქართველოს 11 რეგიონში.

აღნიშნული გამოკითხვა 2011 წლის 11-22 ნოემბერს ჩატარდა, რომელიც ეხებოდა მოსახლეობის პოლიტიკური განწყობებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულების შესწავლას.

მთელი ქვეყნისთვის შერჩევის ცდომილება არ აჭარბებს 1,8%-ს 95%-იანი სანდოობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი