ახალი ამბები

უკრაინის პროკურატურა 2012-2013 წლებში საქართველოს გენსაკონსულოს ფინანსურ ოპერაციებს სწავლობს

26 მაისი, 2016 •
უკრაინის პროკურატურა 2012-2013 წლებში საქართველოს გენსაკონსულოს ფინანსურ ოპერაციებს სწავლობს

უკრაინის გენერალური პროკურატურა უშიშროების თანამშრომლებთან ერთად იძიებს შესაძლო უკანონო ფინანსური ოპერაციების საქმეს, რომელსაც 2012-2013 წლებში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ ინფორმაციას ‘უკრაინსკაია პრავდა” პროკურატურს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული გამოცემის ცნობით, საგამოძიები მოქმედებები ტარდება ექს-კონსულის, თეიმურაზ ნიშნიანიძის საცხოვერებელ და სამუშაო ადგილებში. ნიშნიანიძე ამჟამად ოდესის გუბერანტორის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველია. დღეს ნიღბიანი და ავტომატიანი პირები, რომლებიც სავარაუდოდ უშიშროების თანამშროლები არიან, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის შენობაში შევიდნენ. უკრაინის მე-7 არხის ინფორმაციით, ამ ადამიანებმა თვითონ განაცხადეს, რომ პროკურატურასა და უშიშროების სამსახურს წარმოადგენდნენ, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ. ამ ფაქტს ინციდენტი მოჰყვა. იმ დროს, როდესაც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები შენობაში იმყოფებოდნენ, გუბერნატორმა სააკაშვილმა კარები შეანგრია იმისათვის, როგორც თვითონ ამბობს, ადვოკატის გარეშე დაკითხვაზე მყოფი თანამშრომლები ოთახიდან რომ გამოეყვანა. სააკაშვილმა მომხდარს პოლიტიკური დაკვეთა და პროვოკაცია უწოდა. სააკაშვილი მომხდარს მის ანტიკორუფციულ ქმედებებს უკავშირებს. მისი თქმით, ვიღაცას არ მოსწონს, რომ სააკაშვილის ირგვლივ გარკვეული პოლიტიკური ძალა ყალიბდება.

“პშონკა [უკრაინის ყოფილი გენპროკურორი] არ აკეთებდა ამას. სირცხვილია. ეი, თქვენ კიევში: ჭკუიდან საერთოდ გადახვედით? ასეთ რაღაცებს ჩრდილოკორეის პროკურატურაც არ აკეთებს”, – ასე გამოეხმაურა სააკაშვილი გამოძიების შინაარსს საქართველოს გენერალური საკონსულოს წინა წლების ფინანსური საქმიანობის შესწავლის თაობაზე. სააკაშვილის ინფორმაციით, პროკურატურა ასევე ამოწმებს მასთან დაკავშირებული საქველმოქმედმო ფონდის საქმიანობას.

სააკაშვილის თქმით, იგი ესაუბრა გენპროკურორ ლუცენკოს, რომელმაც სიტუაციაში გარკვევს პირობა დადო. მოგვიანებით უკრაინსკაია პრავდამ დაწერა, რომ ლუცენკო ზემოხსენებული გამოძიების შესახებ საქმის კურსში არ ყოფილა და აპირებს მოუსმინოს იმ თანამდებობების პირებს, ვინ ზემოხსენებულ გამოძიებას აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი