თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი დღეს, 26 მაისს, ექსპო ჯორჯიაში გაიხსნა. წლევანდელ ფესტივალში 60-მდე გამომცემლობა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია მონაწილეობს, რომლებიც მკითხველს 20-დან 90%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობენ. დაგეგმილია ახალი გამოცემების პრეზენტაცია და სხვადასხვა წიგნის ავტორებთან შეხვედრა.
წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით დიმიტრი გლუხოვსკი ეწვევა, რომელიც პოპულარული ტრილოგიის, “მეტრო 2034”-ის ავტორია.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ორგანიზებას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია უწევს.
წლევანდელი ფესტივალი დღეს, 26 მაისს გაიხსნა და 29 მაისამდე გაგრძელდება.
ფესტივალის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.