ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

IPRM-ის განახლებული შეხვედრა გალში 27 მაისს გაიმართება

25 მაისი, 2016 • 1566
IPRM-ის განახლებული შეხვედრა გალში 27 მაისს გაიმართება

დღეს, 25 მაისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] პირველი განახლებული შეხვედრა პარასკევს, 27 მაისს გაიმართება.

შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი თემა 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი იქნება.

გალის რაიონში IPRM-ის შეხვედრების აღდგენის შესახებ მხარეები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდზე, 22-23 მარტს შეთანხმდნენ.

IPRM -ის შეხვედრები, ერგნეთის მსგავსად, 2009 წლიდან გალშიც იმართებოდა, თუმცა 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა. აფხაზურმა მხარემ მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირიდან საქართველოში, ანჯეი ტიკშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე “არასასურველ პირად” გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი