ახალი ამბები

ივანიშვილმა აშშ–ში და ევროპაში ლობირებისთვის BGR Group-ი დაიქირავა

5 დეკემბერი, 2011 • 1147
ივანიშვილმა აშშ–ში და ევროპაში ლობირებისთვის BGR Group-ი დაიქირავა

“სივილ ჯორჯია” -ს ცნობით, მილიარდერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა ვაშინგტონში განთავსებული  ლობისტური ფირმა BGR Government Affairs LLC–ი დაიქირავა, რომელიც BGR Group–ის შვილობილი ფირმაა და ევროპაშიც ახორციელებს საქმიანობას.

იგივე კომპანია დაიქირავა ზაფხულში ირაკლი ალასანიას პარტიამ, ჩვენი საქართველო – თავისუფალმა დემოკრატებმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, BGR Government Affairs-სთან ივანიშვილს პირდაპირ არ დაუდია კონტრაქტი; შეთანხმებაBGR Gabara–ს მეშვეობით გაფორმდა. ეს უკანასკნელი ასევე BGR Group–ში შემავალი ფირმაა, რომელიც ჯგუფის ევროპულ ფილიალს წარმოადგენს; მისი ოფისი ლონდონში მდებარეობს და მის მომსახურეობაში შედის მთავრობებთან ურთიერთობების დამყარება, ძირითადად, ლონდონსა და ბრიუსელში, ასევე, მედიასთან ურთიერთობა მთელი ევროპის მასშტაბით.

BGR Government Affairs-ის მიერ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, გაწეული მომსახურეობისთვის ფირმა ყოველთვიურად 25 000 აშშ დოლარს მიიღებს.

კონტრაქტი ძალაში 2011 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. მისი განახლება კი მხარეებს შორის შეტყობინების საფუძველზე ყოველთვიურად მოხდება.

სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი