ახალი ამბები

რუსეთში მმართველი პარტიის მხარდაჭერამ იკლო

5 დეკემბერი, 2011 • • 1022
რუსეთში მმართველი პარტიის მხარდაჭერამ იკლო
რუსეთის საპარლამენტო (დუმის) არჩევნებში მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთი” პირველ ადგილზე გავიდა ხმათა 49.67 პროცენტით. მიუხედავად ამისა, წინა წლებთან შედარებით მას მნიშვნელოვნად მოაკლდა ამომრჩევლის მხარდაჭერა. 4 წლის წინ პარტიას 64–მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია მცირე უმრავლესობით მაინც შეძლებს ადგილების შენარჩუნებას სახელმწიფო დუმაში.

მეორე ადგილზე “კომუნისტური პარტიაა”, არჩევნებზე მათ ხმების 19.13 პროცენტი მიიღეს,  მას 13.18 პროცენტით მოჰყვება მემარცხენე-ცენტრისტული “სამართლიანი რუსეთი”, ვლადიმირ ჟირინოვსკის “ლიბერალ-დემოკრატებს” 11.66 პროცენტი აქვთ და მეოთხე ადგილზე გადიან.

სამმა პარტიამ – “იაბლოკომ”, “მართალმა საქმემ” და რუსეთის პატრიოტებმა– ვერ შეძლო შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა. სახელმწიფო სათათბიროში მოსახვედრად პარტიამ ხმათა 7%-ზე მეტი უნდა მოაგროვოს.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვლადიმერ ჩუროვის განცხადებით, ბიულეტენების 95% უკვე დათვლილია.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებზე 95 ათასი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და მონაწილეობას შვიდი პარტია იღებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი