ახალი ამბები

ომარ ნიშნიანიძემ შესაძლოა “ქართული ოცნება” დატოვოს

25 მაისი, 2016 •
ომარ ნიშნიანიძემ შესაძლოა “ქართული ოცნება” დატოვოს

ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ “ქართულ ოცნებას” დატოვებს და თამაზ მეჭიაურთან ერთად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“გამორიცხული არ არის, რომ თამაზ მეჭიაურის გუნდში მიხილოთ, შეიძლება კი.  იმიტომ, რომ მე ვარ არაკოჰაბიტირებული ძალა. ამიტომაც ვარ იმ ფუნდამენტურ საფუძვლებთან ერთობაში, რომელიც თავის დროზე გამოაცხადა “ქართულმა ოცნებამ”. ჩემი გადაწყვეტილების მიღების მომენტი დადგება, კონტურები უკვე გამოკვეთილია და არ არის გამორიოცხული, დღეს ან ხვალ ეს გადაწყვეტილება მივიღო.”

ნიშნიანიძის განცხადებით, მას არ უნდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილის ერთგული ისევეა, როგორც სამშობლოს ერთგული:

“ჩემს გუნდს უნდა მოველაპარაკო, მით უმეტეს, რომ მე არ მინდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგი წავიდე, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ერთგული ისევე, როგორც სამშობლოს ერთგული. “ქართული ოცნების” ნაბიჯები არის ძალიან არაადეკვატური. მაგალითად, მე დამირეკეს სამეგრელოდან ჩვენმა თანამებრძოლებმა და მითხრეს, რატომ არ გვენდობით ჩვენ, სულ არ იყო საჭირო არავის ჩაყვანა იქ, ადგილზე მეგრელები, ეს კარგი ხალხი მოუვლიდნენ და თუ საჭირო იყო, ცხვირსაც დაუნაყავდნენ და გამოცოცხავდენენ კიდეც. ჩვენ უნდა ვენდოთ ისევ ჩვენიანებს, ჩვენს თანამებრძოლებს”, – ამბობს ომარ ნიშნიანიძე და აღნიშნავს, რომ მასთან ერთად პარტია შეიძლება სხვებმაც დატოვონ.

21 მაისს თამაზ მეჭიაურმა “ქართული ოცნება” დატოვა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილსა და პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ამასთან, თამაზ მეჭიაურმა ლევან ვასაძეს თანამშრომლობა შესთავაზა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი